ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში, სადაც აღნიშნულია რომ წელს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული შტატგარეშე მოხელეების ჯამური ანაზღაურება 522 მილიონ ლარს შეადგენდა.
ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მილიონი ლარით მეტია. ამასთან, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული შტატგარეშე პირების ზუსტი რაოდენობა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში მითითებული არაა, ხოლო შტატით დასაქმებული პირების რაოდენობა 117 ათას შეადგენს.
შტატით დასაქმებული პირების ჯამური ხელფასები 2026 წლის 9 თვეში 2.39 მილიარდ ლარს შეადგენდა, შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემულ ხელფასებთან მიმართებით 240 მილიონი ლარით მეტია.





















