შთიგენ ჯგუფი საქართველოში მზის ენერგიის პროექტებში ინვესტირებითაა დაინტერესებული. კომპანიაში, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, აცხადებენ, რომ ქვეყანაში მზის ენერგიის ათვისების მიმართულებით კარგი პოტენციალია. კომპანიის გეგმებში ასევე შედის ქართულ ბაზარზე ელექტრომობილების მიმართულებით მუშაობა. შთიგენ ჯგუფი 2011 წელს სომხეთში დაფუძნდა და ისეთი მიმართულებებით მუშაობს როგორიცაა მზის გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა, ინვესტიციები განახლებად ენერგიაში. რა გეგმები აქვს შთიგენ ჯგუფს ადგილობრივ ბაზარზე და როგორია საქართველოს პოტენციალი მზის ენერგიის ათვისების ნაწილში?
სტუმარი: ჰაიკ შეკიანი - Shtigen Group-ის დამფუძნებელი;
სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფს NG Georgia