რამდენად მდგრადია რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრია, რა გამოწვევები აქვს და რა შესაძლებლობები - საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალზე დღეს ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციაზე განიხილება ევროკავშირის ხედვა საქართველო-ევროპის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, განიხილება სატრანზიტო პოტენციალი და ის საკითხები, რაც დერეფნის გამართულად მუშაობისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ფინანსური რისკები და დაზღვევის მექანიზმები. რა გამოწვევებია საქართველოს დერეფანში და რა სჭირდება დღეს ამ მიმართულებით მომუშავე ბიზნესს?