მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფანი - რა გამოწვევებია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში?

BM.GE
01.02.23 12:09
281
ტრანსკასპიური მარშრუტი ანუ შუა დერეფანი განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია, რადგან ეს უმოკლესი გზაა აზიიდან მომავალი ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით მოხვდეს ევროპაში. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სატრანსპორტო ხაზების გადალაგებამ განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სატრანზიტო მნიშვნელობა წამოწია წინა პლანზე. 

ამ კონტექსტში ორგანიზაცია PMCG-იმ გასული კვირის ბოლოს საზღვაო ვაჭრობა შავ ზღვაში და პორტების არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. დიდ შესაძლებლობასთან ერთად ბევრი გამოწვევაც გამოიკვეთა, რაც შავი ზღვის ქვეყნებს შუა კორიდორის პოტენციალის სრული რეალიზაციის საშუალებას არ აძლევთ. ყველა მხარე თანხმდება, რომ საზღვაო ტრანსპორტის გაძლიერება და საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ერთი მხრივ საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მეორე მხრივ ლოგისტიკური პროცედურების გამარტივება - ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. რამდენად იყენებს საქართველო შუა დერეფნის პოტენციალს და რა გვიჭირდება იმისთვის, რომ გაზრდილ ტვირთნაკადს სათანადოდ მოვემსახუროთ? 

სტუმარი: გიორგი კაჭარავა - "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები