მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შუა დერეფანი ხდება სამხრეთის მარშრუტის ალტერნატივა. მგონია, აგრეგირებულად ეკონომიკა დაბალანსდება - ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის მოვლენების გავალენის თვალსაზრისით, საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული დაბალანსება იქნება.

როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში აღნიშნა, იქნება სექტორები, რომლებისთვისაც მარტივი არ იქნება, თუმცა ასევე ეს პროცესები იწვევს შუა დერეფნის აქტუალიზაციას.

„ალბათ მარტის ბოლომდე-აპრილის დასაწყისში გვექნება BAG index-ის ინფორმაცია, როგორია ოპტიმიზმი და მოლოდინი ზოგადად ბიზნესის და მათ შორის, დარწმუნებული ვარ, არ მოახდენს გავლენას ეს მიმდინარე პროცესები. რაც შეეხება ზოგადად ეკონომიკურ ფაქტორებზე, ცხადია, გლობალურ ბაზრებზე ფასები გარკვეულ მოკლევადიან პერსპექტივაში ზემოთ წავა - ეს ფაქტია, მათ შორის გადაზიდვების ნაწილში, იმიტომ, რომ საწვავია და საწვავიდან გამომდინარე ბევრი ფაქტორი იქნება, მათ შორის საავტომობილო ბიზნესსაც ხელს უშლის ეს, იმიტომ, რომ ალუმინის ფასი იცით, რომ ძალიან მოწყვლადია და სწორედ იმ ჰორმუზის სრუტეში გადის მნიშვნელოვანი ნაწილი და მომხმარებლები იქიდან საზრდოობენ ამ ნედლეულით. თუმცა ჩვენს ნაწილში რაღაცნაირად მგონია, რომ აგრეგირებულად ეკონომიკა დაბალანსდება, გამომდინარე იქიდანაც, რომ სამხრეთის მარშრუტი პრაქტიკულად ჩაიკეტა და ჩვენი ეგრეთ წოდებული „შუა დერეფანი“ ხდება სრული ალტერნატივა. ჩრდილოეთი შეზღუდულია, სამხრეთი იზღუდება და ასე შემდეგ; და ამ ლოგისტიკურ ნაწილში მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გარკვეულწილად აგრეგირებულად ეკონომიკა დაბალანსდეს. თუმცა იქნება სექტორები, რომლებისთვისაც მარტივი არ იქნება და საბოლოო მომხმარებლისთვის, მით უმეტეს, არ იქნება მარტივი ამ მოკლე პერიოდში ღირებულების ნაწილში ამ ყველაფრის გავლა“,- ამბობს ლევან ვეფხვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები