არ მგონია, ხელისუფლება იმ მდგომარეობაში იყოს, რომ დღეს შუა დერეფნის განვითარებას კოორდინაცია აქტიურად გაუწიოს - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ დღეს შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციაზე მედიასთან განაცხადა. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის ტემპი შენელდა, რომლის განმაპირობებელ ფაქტორად ბიზნესის წარმომადგენლები გაუმართავ ინფრასტრუქტურას და მაღალ ტარიფებს ასახელებენ.