თბილისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი შუა სატრანსპორტო დერეფანი, მასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და გამოწვევებია. ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელებზე ამ მიმართულებით უკვე არაერთი შეფასება გაკეთდა, ყველა მხარე აღნიშნავს, რომ სწორედ შუა დერეფანია ის მიმართულება, რომლითაც რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს საკუთარი ეკონომიკის განვითარება შეუძლია. თუმცა როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ასევე კერძოს სექტორი აღნიშნავს, რომ რეგიონის ქვეყნებმა არაერთი მიმართულებით უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ამ დერეფნის ეფექტიანობა და კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესი ამ მიმართულებით და ზოგადად როგორია აზიისა და არაბული ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი?
სტუმარი: დავით ცირდავა - „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი;