მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შუა დერეფანი“ - რა როლი აქვს საქართველოს?

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობამდე გაზრდილი ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობს და ამ ფორუმმა ჩინეთის მხარდაჭერა ჯერ კიდევ 31 ივლისს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადისას მოიპოვა... ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაზე აქცენტი დღესაც გაკეთდა. პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ამავე დროს, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აზიურ ბიზნესს ევროპულ ბაზარზე წვდომას სთავაზობს.

სტრატეგიული მდებარეობს საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უხსნის... თუმცა ეს გეოპოლიტიკური რყევების ფონზე, სხვა არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული... შუა დერეფანი მრავალი რგოლისგან შედგენილი ჯაჭვია, სადაც თითოეული რგოლის გამართულ და სინქრონულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს... რა როლი აქვს საქართველოს როგორც რეგიონული აქტორს და აღმოსავლეთის დასავლეთთან დამაკავშირებელ რგოლს და როგორ უნდა გავხადოთ ჩვენი დერეფანი მეტად კონკურენტული და მოთხოვნადი?

სტუმარი: მამუკა მურჯიკნელი - ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები