მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფანი - რამდენად მზად არის საქართველო ახალი ტვირთის მისაღებად?

შუა დერეფანში ტვირთების ახალი ნაკადები ჩნდება. სატესტო გადაზიდვები ფოთისა და ბათუმის პორტებში შესრულდა, თუმცა გაზრდილ ტვირთნაკადს გამოწვევებიც თან სდევს. მზარდ მოთხოვნას არსებული ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს, ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უნდა გაიზარდოს გამტარუნარიანობა როგორც პორტების, ისე ლოგისტიკური ცენტრების თუ რკინიგზის. არის საჭიროება საკანონმდებლო კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის და ოპერაციების გამარტივებისაც. საკითხებზე შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაზე იმსჯელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები