„შუა დერეფანში“ სატვირთო გადაზიდვების 5-ჯერ გაზრდის პოტენციალია - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ- ჟომარტ ტოკაევმა მოსახლეობისთვის მიმართვისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანი როლი ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში შეუძლია შეიტანოს ტრანსკასპიურმა მარშრუტმა. საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ მარშრუტით სატვირთო გადაზიდვები შესაძლოა, გაიზარდოს 5-ჯერ. ამისათვის საჭიროა პარტნიორი ქვეყნების - ჩინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მხრიდან ძალისხმევის გაძლიერება“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მიზნის მისაღწევად მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც არის ახალი „მშრალ პორტი“ „ბახტის“ გადასასვლელზე, აქტაუში საკონტეინერო ჰაბისა და შავი ზღვაზე საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება. უკვე დაიწყო ყაზახური ტერმინალების მშენებლობა ჩინეთსა და საქართველოში.
ყაზახეთის მთავრობის მონაცემებით, აქტაუსა და კიურიკის პორტებში, იანვარ-აგვისტოში ტვირთბრუნვა 12%-ით გაიზარდა. თავად ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით ტვირთის გადაზიდვა 80%-ით არის გაზრდილი.