მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუა დერეფანში" ტვირთბრუნვა გაიზარდა - კონტეინერების რაოდენობამ 2023 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა

კონტენერები

"შუა დერეფანში" ტვირთბრუნვა გაიზარდა.

"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის" მონაცემებით, 6 თვეში ე.წ „შუა დერეფნით“ 1 647 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა, წლიურად ზრდა 27%-ია. 2023 წლის 6 თვეში ამ მარშრუტით ტვირთბრუნვა 1.3 მლნ ტონა იყო.

მკვეთრად არის გაზრდილი „შუა დერეფნით“ საკონტეინერო გადაზიდვებიც. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მარშრუტით 21 ათასი TEU კონტეინერი გადაიზიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს, ჯამში, 20 200 ერთეული კონტეინერის მომსახურება მოხდა.

ე.წ „შუა დერეფნით" 2023 წელს 2.7 მლნ ტონა ტვირთის გადატანა მოხდა, 2021 წელს - 1.48 მლნ ტონის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები