მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფნის ახალი რიცხვები

ამ კვირაში აზერბაიჯანული მედიიდან გავიგეთ, რომ ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე 2024 წლის გეგმები და ტარიფები დაამტკიცეს. ასევე, სამომავლო საქმიანობის გაძლიერებისა და მარშრუტების გაფართოების მიზნით, ინიციატივები განიხილეს.

შარშან, 2022 წელთან შედარებით, დერეფანმა 86%–იანი ზრდა აჩვენა – 2023 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით 2 მილიონ 700 ათას ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა.

ამავე კვირას კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა - ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ინვესტორთა ფორუმი. ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ სავარაუდოდ, ფინანსურ სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს.

იძენს თუ არა შუა დერეფანი, როგორც კომერციული პროექტი, უფრო გამოკვეთილ კონტურებს?

სტუმარი: მიხეილ ნამადოვი - "კაიროს ლოგისტიქსის" მმართველი პარტნიორი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები