მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შუა დერეფნის განვითარებისთვის აუცილებელია სამთავრობათაშორისო შეთანხმების მომზადება - ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი

ნურლან საურანბაევი

ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევის განცხადებით, შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადების მსურველები გარანტიებით არიან დაინტერესებული და ამ პროცესში სამთავრობოთაშორისო შეთანხმების მომზადება მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე, შუა დერეფნის განვითარებასა და ტრანზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა.

„ეს ფორუმი ჩვენთვის განსაკუთრებული ღონისძიებაა. ტრანზიტი, რომელსაც ყაზახეთში „მეორე ნავთობს“ ვუწოდებთ, არის ბევრი ქვეყნის მომავალი, მათ შორის იმათიც, ვინც აქ, ფორუმზე იმყოფება. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული შუა დერეფნის განვითარებით. ამასთან, მნიშვნელოვანი ნაწილია მთავრობათაშორისი შეთანხმება იურიდიულ და ინსტიტუციურ დონეებზე. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადების მსურველებს აინტერესებთ გარანტიები - რა წარმატებას მისცემს მათ ეს ნაკადები, ამიტომ აუცილებელია, მოვამზადოთ სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რომელშიც ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა.

პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოსმან ბოირაზი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები