მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუა დერეფნის" მარშრუტზე ტვირთბრუნვა გაიზარდა - აქცენტი ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვებზე კეთდება

კონტენერები

10 თვეში „შუა დერეფანში“ საერთო ტვირთბრუნვამ 3.8 მლნ ტონას მიაღწია, რაც წლიურად 68%-იანი ზრდაა - ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრმა ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე განაცხადა. თოლგატ ლასტაევის თქმით, ამავე პერიოდში თითქმის გასამმაგებულია საკონტეინერო გადაზიდვები, რაც 46 300 TEU ერთეულს შეადგენს.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო, რომ ჩინეთი - ევროპა - ჩინეთის მარშრუტზე 27 600 კონტეინერი გადაიზიდა, რაც 25-ჯერ აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემს. გარდა ამისა, ჩვენ ვიზიდავთ ტვირთის დამატებით მოცულობას და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო მატარებლების რაოდენობა წელიწადში 600-მდე გავზარდოთ“, - განაცხადა ლასტაევმა.

აღსანიშნავია, რომ 10 თვის სტატისტიკა განაახლა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციამ. მათი მონაცემებით, ამ მარშრუტით 2 853 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ჯამში 2.7 მლნ ტონა ტვირთი იყო გადატანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები