მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუა დერეფნის ქვეყნებში Crystal-ის გამოცდილების გაფართოებას ვგეგმავთ" - არჩილ ბაკურაძე განვითარების ხედვაზე

არჩილ ბაკურაძე

გვინდა მიკრობანკი „კრისტალის“ რეგიონალური მოთამაშე გახდეს - ამის შესახებ „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ დირექტორმა არჩილ ბაკურაძემ BM.GE-ს საინვესტიციო კომპანიის მიერ „კრისტალის“ მინორიტარული წილის შეძენასა და მიკრობანკის განვითარების ხედვაზე საუბრისას განუცხადა.

არჩილ ბაკურაძე, რომელიც ასევე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ამბობს, რომ კომპანიამ მიკრობანკის სტატუსის მიღებს შემდეგ წარმატებით ოპერირებს და მისი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია თავდაპირველად ცენტრალური აზიის ბაზარზე შესვლით დაიწყება.

„პირველ რიგში, გვინდა „კრისტალის“ სტაბილური განვითარება ვიხილოთ. კომპანიამ მიკრობანკის სტატუსით პირველი ნაბიჯები წარმატებით დაიწყო. ჩვენი სურვილია, მიკრობანკი დაგეგმილი ბიზნეს გეგმის მიხედვით განვითარდეს, გაიზარდოს, აუცილებლად შეინარჩუნოს მომსახურების ხარისხი, უნიკალური ურთიერთობა და კლიენტების ნდობა - ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება საერთაშორისო გაფართოებას, ჩვენ უზბეკეთში გარკვეული მარცვლები უკვე ჩავდეთ და სერიოზულად ვგეგმავთ „კრისტალის“ გამოცდილების, რეპუტაციის, ტექნოლოგიის გაფართოებას და გამოყენებას შუა დერეფნის ქვეყნებში. ამ კუთხით იქმნება ისეთი ტექნოლოგიური ბაზა, მმართველობითი სიმძლავრეები, რომელიც „კრისტალის“ წარმატების საშუალებას მოგვცემს, რომ ეს ისტორია უკვე რეგიონის მასშტაბით განვახორციელოთ და გავხდეთ რეგიონალური მოთამაშე - ეს ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა. მაგრამ ჯერჯერობით ყველა ყურადღება ამ წუთში, ფოკუსი, მთელი ენერგია კრისტალის განვითარებაზე და დამოუკიდებელ ინსტიტუტად შენარჩუნებაზეა მიმართული“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძე.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ „კრისტალის“ კომერციული ინვესტორია: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა კვალს დავტოვებთ და როგორი კმაყოფილი იქნება ჩვენი არსებობით პირველ რიგში ჩვენი მომხმარებელი, რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი და ქვეყანა. ასევე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უფრო გავაფართოოთ ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო ინვესტორებთან. ამ კუთხით მომავალში საინტერესო სიახლეებს გაგიზიარებთ“, - აცხადებს ბაკურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები