მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუახევის ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 80 მლნ კვ.სთ გადააჭარბა(2024)

ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ენერგო ობიექტმა, 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადმა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ყველაზე დიდ ენერგო პროექტს წარმოადგენს, 2024 წელიც მნიშვნელოვანი მიღწევებით დაიწყო. ჰესების კასკადმა 2023 წელს ჯამურად 513 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც დაახლოებით 10% გადააჭარბა საპროექტო მაჩვენებელს, ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის წილი კი 7%-ით გაზარდა. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ წინასწარი გათვლებით, წლევანდელი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, შუახევის ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ, დღევანდელი მონაცემებით, უკვე გადააჭარბა 80 მილიონ კვ.სთ რაც ზამთრის თვეების ჭრილში მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები