შუახევში თოვლის საფარი ამ დროისთვის უჩვეულოდ მაღალია და 50-60 სანტიმეტრს აღწევს. მიმდინარე წელს, ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანმა ენერგო ობიექტმა, შუახევის ჰესების კასკადმა, რომელიც შედგება 187 მგვტ შუახევის და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესისგან, დღევანდელი მონაცემებით გამოიმუშავა დაახლოებით 400 მლნ კვტსთ ელექტროენერგია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გასული წლების მსგავსად, ენერგო ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია,საპროექტო მაჩვენებელს წელსაც გადააჭარბებს. შუახევის ჰესების კასკადი მეხუთე წელია რაც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ყოველდღიურად უწყობს ხელს სისტემის მდგრადობას და ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას.


































