მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუახევი ჰესის დირექტორად პრაშანტ შინდე დაინიშნა

642033f0478ca
BM.GE
26.03.23 15:46
2259
შუახევი ჰესის პრაშანტ შინდე უხელმძღვანელებს.

პრაშანტი 15 წელზე მეტი წამყვან პოზიციებს იკავებდა ინდოეთის უმსხვილეს ენერგო კომპანიაში TATA Power-ში. მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება განახლებადი ენერგიის ობიექტებზე მუშაობის როგორიც არის ჰიდროს, მზის და ქარის სადგურები.

თავისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე, ის პასუხისმგებელი იყო 100 და მეტი მგვტ სიმძლავრის Tata Power-ის მზის პროექტების მართვაზე ბანგალორში, როგორც საინჟინრო გჯუფის ხელმძღვანელი, მისი როლი გადამწყვეტი იყო მუმბაიში საიმედოობაზე ორიენტირებული მოვლის, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის, IOT და უახლესი ანალიტიკური პლატფორმების ჩამოყალიბებაში 10 გვტ. გენერაციის, გადაცემის და განაწილების ბიზნესისთვის ტატა ფაუერში, ექსპლუატაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობდა 300 მგვტ სიმძლავრის ბირას ჰიდროელექტრო სადგურზე, რომელსაც ამავდროულად აქვს ტუმბო-საცავი (150 მგვტ), ხოლო თავისი კარიერის საწყის ეტაპზე კომპანია SUZLON-ში ქარის ელექტროსადგურზე.

,,ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგო ობიექტის შუახევი ჰესის ხელმძღვანელობა. განახლებადი ენერგიის ობიექტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების, შიდა წარმოების ზრდის, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების და დეკარბონიზაციის პროცესში. შუახევი ჰესი ქვეყნის მსხვილ და პატარა ენერგო ობიექტებთან ერთად, როგორც დღეს ასევე მომავალში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის,’’ - განაცხადა პრაშანტ შინდემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები