მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუხმან ჯგუფის" კოსმეტიკური ხაზი - სად შეიძლება ყურძნის წიპწის ზეთის შეძენა?

5e3e9c4c5cbb3
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.20 19:30
4788
კომპანია „შუხმან ჯგუფმა“ გასული წლის მიწურულს საკუთარი წარმოების ღვინის კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა, ექსკლუზიური პროდუქტისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ყურძნის წიპწისგან დამზადებული კოსმეტიკური ზეთისა და "სკრაბის" შეძენა მომხმარებლებს მხოლოდ „შუხმან ვაინს შატო ენდ სპაში“ შეუძლიათ, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კისის ხევში მდებარეობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს შატოში ღვინის მოგზაურებს ვღებულობთ, ძალიან მინდოდა ღვინის ჯადოსნური ძალა სხეულზე გადმოგვეტანა და ასე შეიქმნა ჩვენი წარმოების კოსმეტიკური ხაზი.

კოსმეტიკური ზეთი 2019 წლის მიწურულს გამოვუშვით. ვაწარმოებთ შუხმანის საწარმოში. გასტრონომიული და კოსმეტიკური ზეთების, ასევე სკრაბის საწარმოებლად დაახლოებით 300 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რითიც სპეციალური დანადგარები შევიძინეთ“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

„შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ შატოში არა მხოლოდ კოსმეტიკური ხაზის შეძენა, არამედ მათი გამოყენებით სპა პროცედურების ჩატარებაც არის შესაძლებელი.

„იმისთვის, რომ ეს პროდუქრტი საინტერესო ყოფილიყო ჩვენი ღვინის სპის პროცედურები შევიმუშავეთ, გვაქვს სამნაირი აბაზანები კაბერნე სოვინიონის, საფერავისა და მუკუზანის აბაზანა. შემდგომ უკვე მასაჟები, ანუ ღვინის თერაპია ხორციელდება ჩვენი მიერ შემუშავებული ღვინის კოსმეტიკური ხაზით.

წელიწადში ერთხელ, რთველის დროს კანისგან გამოცალკევებული წიპწების მზეზე გამოშრობა ხდება, რაც აჯერებს მას სასარგებლო ვიტამინებით და კომპონენტებით, რომელიც კანს აახალგაზრდავებს და გაწმენდის პროცესი კანზე დადებითად მოქმედებს.

ძალიან ნიშური პროდუქტია და ძალიან კარგი უკუკავშირი გვაქვს, ჩვენ გვყვავს შესაბამისი მომხმარებელი, რომლებიც ჩვენთან სპეციალურად ამ პროდუქტის შესაძენად ჩამოდიან.

წელიწადში გამოვუშვებთ 10 000 ბოთლს კოსმეტიკურ ზეთს და სკრაბს 2 000 კგ-ს. დაახლოებითი 300 გრამი "სკრაბის" ღირებულება 25 ლარია, 60 მლ ზეთის ღირებულება კი- 45ლარი“, - უთხრა BM.GE-ის ნუცა აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები