კახეთში, თელავის რიონში სოფელ კისისხევში, 9 ჰექტარზე გაშენებულ ღვინის ტურისტულ კომპლექს Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს The HotelStars Union-მა საერთაშორისო კურორტის სტატუსი მიანიჭა და როგორც 4-ვარსკვლავიანი რეზორტული ტიპის კომპლექსი დააკვალიფიცირა.
ტურისტულ კომპლექსში განთავსებულია სასტუმრო, ღვინის სოფელი ავთენტური შენების ვილებით, ღია და დახურული აუზები, საკონფერენციო სივრცე, ღვინის მარნები რესტორანი და ღვინის სპა.
აღსანიშნია, რომ ევროპული ტურისტული გაერთიანების The Hotelstars Union-ის მიერ სტატუსის მინიჭება საშუალებას იძლევა ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შეფასდეს და მიენიჭოს ვარსკვლავები განთავსების ქართულ ობიექტებს. 2022 წლიდან The Hotelstars Union-მა დაამუშავა და ჩაუშვა საქართველოს ქვესაიტი, სადაც უკვე პირველი ქართული გავარსკვლავიანებული სასტუმროები განთავსდა. HOTREC და The Hotestars Union უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ საძიებო და კონტენტის სადისტრიბუციო სისტემებთან როგორებიცაა: Google, Tripadvisor, Giata და ა.შ.; აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის წევრები, გარდა ხარისხის ნიშნისა და მაღალი ნდობისა, სხვადასხვა რეპუტაციულ ტურისტულ საძიებო არხებით ისარგებლებენ.
„მოხარულები ვართ და ჩვენი გუნდის დიდი შრომით და დამსახურებით, მოგვენიჭა ესოდენ საპასუხისმგებლო მაღალი სტატუსი ჰოტელსტარის მიერ, და აღიარებული ვართ, როგორც 4-ვარსკვლავიანი რეზორტული ტიპის დასასვენებელი კომპლექსი კახეთში. დავაკმაყოფილეთ არც თუ ისე მარტივი კრიტერიუმები და შევუერთით დიდი ევროპული სასტუმროების და კურორტების ოჯახს, საიდანაც დიდი იმედი გვაქვს დიდი გამოხმაურება გვექნება. ახალი კურორტის სტატუსი გაზრდის ჩვენს ცნობადობას საერთაშორისო ბაზრებზე და ხელს შეუწყობს როგორც ბრენდი შუხმანის, ასევე კახეთის რეგიონის განვითარებას“, - ამბობს „შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი.