მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შვარცკოფ პროფესიონალი” საერთაშორისო პროექტის shaping future-ს განხორციელებას იწყებს

შვარცკოფ

Shaping Future - ასე ჰქვია საერთაშორისო პროექტს, რომელსაც სულ მალე „შვარცკოფ პროფესიონალი“ საქართველოშიც განახორციელებს და მისი მეშვეობით 10 ქალს სილამაზის სფეროში ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მიეცემა. დეტალურად shaping future-ს შესახებ „ქალების ნარატივში“ “შვარცკოფ პროფესიონალის” მენეჯერმა, თეონა იაკობაშვილმა ისაუბრა.

„შვარცკოფ პროფესიონალის“ საქართველოს გუნდი უკვე მესამედ შეუერთდა საერთაშორისო პროექტს shaping future-ს, რომლის ფარგლებში სრულიად უსასყიდლოდ,6 კვირის განმავლობაში 10 ქალბატონს შეჭრის,შეღებვის და ვარცხნილობის ძირითად პრინციპებს შევასწავლით. გაივლიან მთლიან საბაზისო კურსს. ქალბატონები არიან მრავალშვილიანი ან მარტოხელა დედები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.“ - აღნიშნა თეონა იაკობაშვილმა.

პროექტი shaping future უსასყიდლოდ ხორციელდება, რომელიც 29 აპრილს დაიწყება და 6 კვირას გასტანს. სწავლება კვირაში 3-ჯერ ჩატარდება. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სამუშაოსთვის საჭირო ყველა ტექნიკა.

„პროექტში სწავლება თეორიისა და პრაქტიკის ერთდროული შერწყმით განხორციელდება. თავდაპირველად მანეკენებზე მოხდება საფუძვლიანად თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, შემდგომ კი უკვე ჩვეულებრივ მოემსახურებიან კლიენტებს.“ - განაცხადა თეონა იაკობაშვილმა.

პროექტი shaping future არის საერთაშორისო და მსოფლიოს 30 ქვეყანაში ტარდება, მათ შორის საქართველოში უკვე მესამედ. რაც შეეხება თავად ბრენდს, „შვარცკოფ პროფესიონალი“ უკვე 20 წელია რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს.