მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს გვერდით დგომას - საგარეო მინისტრი

შვედეთის საგარეო მინისტრი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს გვერდით დგომას.

„გასული ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე, მამაცი ქართველები აგრძელებენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის გამოყენების უფლებას. ამას აკეთებენ ძალადობის, დაჭერებისა და მზარდი რეპრესიების მიუხედავად. შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს გვერდით დგომას“

სტენერგარდის განცხადება ემთხვევა 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ერთწლიან იუბილეს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება გამოაცხადა.

ამ დღის შემდეგ, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, აპროტესტებენ ხელისუფლების კურსს.

დღეს, 28 ნოემბერს, თბილისში ორი მსვლელობაა დაგეგმილი:

  • 19:00 საათზე - თსუ-ის პირველი კორპუსიდან;
  • 19:00 საათზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან.

ორივე მსვლელობის მონაწილეები 20:00 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები