მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთი, საფრანგეთი და ახლა უკვე კორეა - ბავშვის ტანსაცმელი გორიდან ევროპისა და აზიის ქვეყნებში

643a8abc0a7b2
ნინო ჩიბჩიური
17.04.23 18:50
1454
გორში მდებარე ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის პროდუქციით ევროპის შემდეგ აზიური ქვეყნებიც ინტერესდებიან. საწარმოს დამფუძნებლის, ნინო გიორგაძის განმარტებით, ქართული ბრენდი "ლიმო" მალე კორეაშიც გაიყიდება.

"ჩვენს კოლექციაშია 2-დან 12 წლამდე ბავშვების სრული ლუქი, წელს უკვე ფეხსაცმლის კოლექციაც დავამატეთ. უკვე გავაგზავნეთ 2024 წლის ზამთრის კოლექციის 6 ნიმუში. შეკვეთა გვაქვს 1500 ერთეულ სამოსზე. დამკვეთს სექტემბრამდე პირველი პარტია უნდა მივაწოდოთ. ფაქტობრივად, კორეასთან ექსპორტის კუთხით უკვე ბოლო ეტაპზე ვართ. გარდა ამისა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ლიეტუვასთანაც" - აღნიშნა ნინო გიორგაძემ.

"ლიმოს" პროდუქცია იყიდება ამერიკულ Amazon-ზეც. შეძენა შესაძლებელია ონლაინ, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ გვერდების საშუალებითაც, ასევე სოციალურ საწარმოთა ალიანსის მაღაზიაში „ესკი“.

„ლიმო“ ბაზარზე 2020 წლიდან საქმიანობს, სადაც ახლა 30 ადამიანია დასაქმებული. საწარმო გორში მდებარეობს და ის ტექსტილის ნარჩენებისგან ახალ პროდუქტს აწარმოებს. მისი დამფუძნებლის ინფორმაციით, იდეის რეალობად ქცევაში ადგილობრივი და უცხოური დონორი ორგანიზაციები დაეხმარნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები