მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთი საქართველოს 490,000 აშშ დოლარს გამოუყოფს - ანა ლიბერგი

cc

შვედეთი საქართველოს ნატოს პაკეტის ფარგლებში თანხას გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.

მან განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, 5 მილიონი კრონის (490,000 აშშ დოლარი) შემოწირულობის შესახებ ქვეყნისთვის ნატო-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ფარგლებში.

ლიბერგმა აღნიშნა, რომ ფული გამოიყენებოდა პროექტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გაზიარება.

ამასთან, შვედეთის მთავრობამ თანხმები გამოყო უკრაინისა და მოლდოვისთვისაც.

პაკეტის ფარგლებში უკრაინას 50 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა, ხოლო მოდლოვას - 5 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები