შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს, - საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე პირველ ტვიტს წერს, სადაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჟამინ დოუსას განცხადებას აზიარებს. “შვედეთის მთავრობა მზადაა ღია კარით, თუ საქართველო უფრო დემოკრატიული განვითარებისკენ წავა. გაიზარდა შვედეთის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოში“, - წერს დიპლომატი. საკამათო არჩევნების ფონზე ურთიერთობების გადახედვაზე საუბრობენ კანადაშიც. ქართულ მხარეს კი ჯერ განცხადებები არ გაუკეთებია.