შვედეთის მთავრობის ადმინისტრაციამ თანამშრომელთა სამუშაო კომპიუტერებზე ChatGPT-ისა და Claude-ის გამოყენება დაბლოკა. არსებული ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს ერთადერთ დამტკიცებულ ალტერნატივად Microsoft Copilot-ი განუსაზღვრეს.
როგორც ირკვევა, გადაწყვეტილების მიღება ღია პლატფორმებთან ოფიციალური კონტრაქტების არარსებობამ განაპირობა. როგორც უწყებების გაციფრულების დირექტორმა, მიკაელ ვეტერკრანცმა განაცხადა, არასანქცირებული სერვისების გამოყენებისას კონფიდენციალური მონაცემების დამუშავების არაერთი რისკი არსებობს, შესაბამისად, სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება მიუღებელია.
საყურადღებოა, რომ ანალოგიური შეზღუდვები შვედეთის სხვა სახელმწიფო უწყებებმაც დააწესეს. ღია ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება საგადასახადო სააგენტომ და ინსტიტუციური მოვლის ეროვნულმა საბჭომ უკვე აკრძალეს. მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად სააღსრულებო ორგანოც ემზადება. ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ჩატარებულმა შიდა აუდიტმა კი ათამდე ხელოვნური ინტელექტის სერვისის გაუმართლებელი და სარისკო გამოყენება გამოავლინა.
ცნობისთვის, მონაცემთა დაცვის გარანტიების არარსებობის გამო, ევროპარლამენტმა სამუშაო მოწყობილობებზე ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები ჯერ კიდევ თებერვალში გათიშა. მაშინ ეს შეზღუდვა ChatGPT-ს, Claude-სა და Copilot-ს შეეხო.
























