შვედური კომპანია Systemair-ი გაგაცნოთ, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს. ეს არის ბრენდი, რომელიც გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის აგრეგატების თითქმის სრულ პროდუქციას აწარმოებს და მაღალი ხარისხის პროდუქციას მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. სისტემეარს 19 ქვეყანაში 26 ქარხანა და 13 სატესტო ლაბორატორია აქვს, სადაც 250 ინჟინერი გამუდმებით მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნასა და არსებულის ტესტირებაზე ISO და AMCA სტანდარტების მიხედვით.
შვედური ხარისხი დღეს საქართველოშიც ხელმისაწვდომია და ეს ყველაფერი 2019 წელს დაიწყო. მაშინ როდესაც ქვეყანაში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. „სისტემეარ საქართველოს“ პორტფელი როგორც დასრულებულ, მასშტაბურ, ისე მიმდინარე პროექტებს აერთიანებს. “პარაგრაფ აბასთუმანი” “ბორჯომის ქარხანა”, “ისთ ფოინთი” “სასტუმრო ამბასადორი”-ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიების, რომლებმაც შვედური ბრენდის თანამედროვე გადაწყვეტები პროექტებს მოარგეს. “სისტემეარ საქართველო”, როგორც ცალკე კომპანია არ განიხილება, კომპანია 7000-კაციანი გლობალური ბრენდის სრულფასოვანი წევრია.
ინტერვიუ: გიორგი სარჯველაძე - “სისტემეარ საქართველო” დირექტორი


































