მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა - რას სთავაზობს “სისტემეარ საქართველო” მომხმარებელს?

systemair - პროექტი

ვენტილაციის აგრეგატები, ვენტილატორები, დიფუზორები, ჰაერის ფარდები - შვედური კომპანია Systemair-ი 50 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის აგრეგატების თითქმის სრულ სპექტრს სთავაზობს.

კომპანიის წლიური ბრუნვა, რომელიც დღეს მსოფლიოს 51 ქვეყანას ფარავს და ჯამში 26 ქარხანას აერთიანებს - მილიარდ ევროს აჭარბებს.

შვედური ხარისხი საქართველოში 2019 წელს დამკვიდრდა, მაშინ როდესაც ქვეყანაში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. საქართველოში ბრენდის პროდუქცია დისტრიბუტორების გავლით ჯერ კიდევ 25 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა კომპანიამ ოპერირება ოფიციალურად 7 წლის წინ დაიწყო.

როგორც “სისტემეარ საქართველოს” დირექტორი გიორგი სარჯველაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, კომპანია საქართველოს ბაზარზე აქტიური ზრდისა და განვითარების ეტაპზეა. მისივე განმარტებით, “სისტემეარ საქართველო”, როგორც ცალკე კომპანია არ განიხილება, კომპანია 7000-კაციანი გლობალური ბრენდის სრულფასოვანი წევრია.

„სისტემეარ საქართველო“ აქტიურად მონაწილეობს ჯგუფის ყველა ტრენინგსა და გამოფენაში. ყოველწლიურად ვესწრებით მინიმუმ ორ სტრატეგიულ ვორქშოპს: მენეჯმენტის კუთხით, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დირექტორებთან ერთად ვადგენთ წლის პოლიტიკას და ვპასუხობთ გლობალურ გამოწვევებს, და ფინანსურს - შიდა პროცესების დასახვეწად. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ლოკალური კომპანია; ჩვენ 7000-წევრიანი გლობალური გუნდის ნაწილი ვართ, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს ბრენდის 50-წლიანი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ.

ჩვენ ვაწარმოებთ გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების სრულ სპექტრს. პარტნიორებს ვეხმარებით აგრეგატების შერჩევაში მსოფლიოში საუკეთესო ონლაინ პროგრამებით და საჭიროების შემთხვევაში, თავად ვმონაწილეობთ რთული საინჟინრო გადაწყვეტების შემუშავებაში. სისტემეარის 26 სტრატეგიული ქარხანა გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერი მასშტაბის შეკვეთა - იქნება ეს კერძო ვილა თუ დიდი სავაჭრო ცენტრი - უმოკლეს ვადებში შევასრულოთ. ღია ვართ ახალი მომხმარებლებისათვის. კომპანია ემსახურება, მცირე, საშუალო თუ დიდ კომპანიებს. შეიძლება იყოს როგორც MEP/HVAC კომპანია - ასევე თავად ინვესტორი” - განმარტავს გიორგი სარჯველაძე.

„სისტემეარ საქართველოს“ პორტფელი როგორც დასრულებულ, მასშტაბურ, ისე მიმდინარე პროექტებს აერთიანებს. “პარაგრაფ აბასთუმანი” “ბორჯომის ქარხანა”, “ისთ ფოინთი” “სასტუმრო ამბასადორი” - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიების, რომლებმაც შვედური ბრენდის თანამედროვე გადაწყვეტები პროექტებს მოარგეს. “სისტემეარ საქართველოში” მთავარ აქცენტს ხარისხსა და სანდოობაზე აკეთებენ.

ვენტილაციის სისტემები შენობის ის „უხილავი ფილტვებია“, რომლებიც მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა მუშაობას წყვეტს. ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში, ხშირად გადამწყვეტი ფასია, თუმცა „სისტემეარ საქართველო“ ამკვიდრებს მიდგომას, რომლის მიხედვითაც ხარისხი გრძელვადიანი ეკონომიაა.

„ბაზარზე ხშირად ვხვდებით პრობლემას, როცა დაბალი ფასის გამო შერჩეული აგრეგატი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც დამატებით ხარჯებსა და დროის კარგვას იწვევს. როდესაც ვშლით ტექნიკურ მახასიათებლებს და ვაკეთებთ სწორ სელექციას, ჩვენი პროდუქცია ხშირად უფრო ხელმისაწვდომიც კი გამოდის, ვიდრე დაბალი კლასის ალტერნატივები.“ - აღნიშნავს “სისტემეარ საქართველოს” დირექტორი.

მომხმარებლისთვის გლობალური ბრენდის ადგილობრივი, ოფიციალური წარმომადგენლობა არაერთ სარგებელთან არის დაკავშირებული.

როგორც “სისტემეარ საქართველოში” განმარტავენ, ოფიციალური წარმომადგენლობის ხარჯზე, დღეს შვედური ბრენდის პროდუქცია საქართველოს ბაზარზე უფრო ხელსაყრელი ფასით, მიწოდების ვადებითა და ოფიციალური გარანტიით არის ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები