შვედეთის იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხი ქართველი მოქალაქეების შვედეთში ცხოვრების საკითხი იყო - ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს და დასძენს, რომ მხარეებმა ქართველების მიერ შვედეთში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საკითხი განიხილეს.
სტატიის მიხედვით, საქართველო შვედეთში ნომერ მეოთხე ქვეყანაა კრიმინალური საქმიანობის განხორციელების კუთხით. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დაკავებულმა ადამიანებმა სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადონ.
„ჩვენ შვედეთში ციხეებში ადგილი ჩვენივე მოქალაქე დამნაშავეებისთვის გვინდა“, - განაცხადა მინისტრმა.

























