მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიაში ქართული ექსპორტის 90% დაუმუშავებელ ოქროზე მოდის

5a967f508177c
თამუნა დემეტრაშვილი
28.02.18 14:04
1268
შვეიცარიაში გასული წლის განმავლობაში ექსპორტზე 64 მილიონი დოლარის დაუმუშევებელი ოქრო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 90%-ს შეადგენს.

რაც შეეხება გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მისი წილი ექსპორტში მინიმალურია. როგორც bm.ge-ს საქსტატიდან აცნობეს, ღვინის ექსპორტის წილი მთლიან მოცულობაში ჯერ-ჯერობით 6%-ს (43 ათასი დოლარი), ხილისა და ბოსტნეულის წვენების წილი კი 5%-ს (37 ათასი დოლარი) არ აჭარბებს. ჯამში 2017 წელს საქართველოდან გატანილი პროდუქციის მოცულობამ, 71 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2015 წლის ექსპორტს 130%-ით აჭარბებს, თუმცა 2016 წლისას 12%-ით ჩამორჩება. შვეიცარიაში ექსპორტზე ასევე გავიდა მილიონ 600 ათასი დოლარის სუნამო და ტუალეტის წყალი, მილიონ 500 ათასი დოლარის კოსმეტიკური საშუალებები, 700 ათასი დოლარის თხილი, 375 ათასი დოლარის სისხლი სამედიცინო მიზნებისთვის, ასევე 21ათასი დოლარის თამბაქო და სხვა. ამ დროისათვის საქართველოს საექსპორტო პოტენციალი შვეიცარიასთან მიმართებით მხოლოდ 14 დასახელების საქონლით შემოიფარგლება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარში შვეიცარია აღმოჩნდა ერთ-ერთი გამონაკლისი იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი დაუფიქსირდა. კერძოდ, ექსპორტზე 7 მილიონ 160 დოლარის პროდუქცია გავიდა, მაშინ როცა შვეიცარიიდან საქართველოში იმპორტმა 2 მილიონ 294 დოლარი შეადგინა.
ცნობისათვის, ორ თვეში, 1 მაისიდან შვეიცარიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდა ამოქმედდეს, ეს კი საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი 14 მილიონიან ბაზარზე, სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები