მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიიდან 6 მლნ დოლარის ადამიანის და ცხოველის სისხლის იმპორტი განხორციელდა

5b1cd60484f7f
თელარა გელანტია
10.06.18 11:35
2579
2017 წელს საქართველო-შვეიცარიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 120 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის ოთხ თვეში - 41.5 მლნ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან შვეიცარიაში განხორციელებული საქონლის ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ 71.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი, ექსპორტმა 19.2 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია იმ იშვიათი ქვეყნების სიაშია, ვისთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო სალდო აქვს. 2017 წელს შვეიცარიიდან საქართველოში განხორციელებულმა იმპორტმა 48 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის ოთხ თვეში - 22.3 მლნ.

რაც შეეხება საექსპორტო და საიმპორტო სტრუქტურას, 2017 წელს შვეიცარიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ხუთეულშია: ოქრო (64 მლნ დოლარი), სუნამოები და ტუალეტის წყალი (1.6 მლნ), კოსმეტიკური საშუალებები (1.5 მლნ), საათები (1 მლნ) და თხილი და კაკალი (0.7 მლნ).

საქსტატის მონაცემებით, იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ხუთეულის თავშია სამკურნალო საშუალებები (8.8 მლნ დოლარი), მეორე პოზიციაზეა - სამედიცინო მიზნებისთვის საჭირო ადამიანის და ცხოველის სისხლი (5.9 მლნ), მესამეზეა - ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები (2.9 მლნ); ხუთეულს რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები (2.7 მლნ) და გამომთვლელი მანქანები (2.3 მლნ) ხურავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები