შვეიცარული გადამზიდავი კომპანია MSC საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმსა და ფოთში ინვესტიციას განახორცილებს.
საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩის პატრიკ ფრანცენის განმარტებით, Mediterranean Shipping Company ყველაზე მსხვილი სატრანზიტო კომპანიაა ტვირთების გადაზიდვების ინდუსტრიაში, რომლის სათაო ოფისიც ჟენევაში მდებარეობს.
„Mediterranean Shipping Company საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნისპოტენციალსა და შესაძლებლობებს ძალიან ობიექტურად აფასებს და შესაბამისად, ინტერესიც, მათი მხრიდან ძალიან მაღალია. რაც შეეხება დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობას, ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს მოცულობა საკმაოდ დიდია და ათობით მილიონ ლარს წარმოადგენს“, - განაცხადა ელჩმა.
პატრიკ ფრანცენის თქმით, ზემოაღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ხუთშაბათს, 7 თებერვალს გახდება ცნობილი.

























