საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩი პატრიკ ფრანცენი bm.ge-თან საუბარში შვეიცარელი ინვესტორებისთვის სასამართლო სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ფრანცენის განმარტებით, ინვესტორებისთვის სასამართლო სისტემა ძალიან მნიშნელოვანია და ისინი ყურადღებით აკვირდებიან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სანდოობის მაჩვენებელს, ისევე როგორც მის ეფექტიანობას ამა თუ იმ ქვეყანაში.
„ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ძალიან მნიშნელოვანია და რაც მთავარია, ისინი განსაზღვრავენ ინვესტიციებიის განხორციელების ბედს. ინვესტორებს სჭირდებათ მათი ინვესტიციების სამართლებრივი უსაფრთხოება, ამიტომ ახალ ბაზარზე შესვლამდე, რასაკვირველია, ისინი პირველ რიგში, აღნიშნული უსაფრთხოების საკითხს აფასებენ“, - აღნიშნავს შვეიცარიის ელჩი.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, საქართველოში შვეიცარიის ელჩის თქმით, ნებისმიერი საინვესტიციო გეგმის განხორციელებამდე შვეიცარელი ინვესტორი ინტერესდება მაგალითებით და იმ კომპანიების გამოცდილებით, რაც საქართველოში მოქმედ შვეიცარულ კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე აქვთ.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ წელს საქარათველოში შვეიცარული ინვესტიციების ზრდაა მოსალოდნელი.

























