მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ევროპის უმსხვილესი ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალი გაიმართება

5ba4919029d13
BM.GE
21.09.18 10:34
950
1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ევროპის უმსხვილესი  ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალი გაიმართება.


EXPOVINA ყოველწლიური ღვინის გამოფენაა, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გამოფენა ყოველ შემოდგომაზე იმართება ციურიხის ტბაზე მდებარე  გემებზე.

პირველად EXPOVINA-ს ისტორიაში, საქართველოს, აქვს შესაძლებლობა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა ღვინის ყველაზეპოპულარულ გამოფენაში.

ღვინის გამოფენაზე წარმოდგენილია დაახლოებით 4000 ღვინო მსოფლიოს მასშტაბით.  ყოველწლიურად გამოფენას 65,000-მდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.

EXPOVINA-ში ქართული ღვინის წარმოდგენა ხორციელდება საქართველო-შვეიცარიის  ბიზნეს ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები