მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიის რკინიგზა სადგურებში ბიტკოინის გაყიდვას იწყებს

58158fbb73e9d
BM.GE
30.10.16 10:12
2415
შვეიცარიის რკინიგზა სადგურებში ბიტკოინის გაყიდვას იწყებს. 11 ნოემბრიდან ქვეყნის მოსახლეობას საშუალება ექნება შვეიცარული ფრანკები ბიტკოინზე სადგურში დამონტაჟებულ ბილეთის მოწყობილებებით გადაცვალონ.

თუმცა მომხმარებელს კრიპტოვალუტით ბილეთის შეძენა არ შეეძლება.

პროექტი 2 წლის განმავლობაში საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და ამით ქვეყანას სურს გაარკვიოს თუ რამდენად მაღალია ბიტკოინზე მოთხოვნა.

ბიტკოინის შესაძენად მომხმარებლის იდენტიფიცირება მობილური ტელეფონით მოხდება.

ერთი ბიტკოინის ღირებულება 708 შვეიცარული ფრანკია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები