მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიული ბანკები მილიონერებს ფულის შენახვისთვის დაბეგრავენ

5daa0f2acbf92
BM.GE
19.10.19 00:11
2940
შვეიცარიაში იმის ნაცვლად რომ მომხმარებლებს ბანკში თანხის განთავსების სანაცვლოდ საპროცენტო სარგებელს სთააზობდნენ, გადაწყვიტეს, პირიქით თანხის შენახვისთვის მდიდრებს გარკვეული გადასახადი დაუწესონ.

კერძოდ, თუ კლიენტს ან ორგანიზაციას ბანკში ერთი წლის განმავლობაში განთავსებული ექნება 2 მილიონ შვეიცარულ ფრანკზე მეტი, მას თანხის 0.75%-ის გადახდა მოუწევს, ხოლო თუ 10 მილიონ ფრანკზე მეტი ექნება, პროცენტული გადასახადი 0,85%-მდე გაიზრდება.

კორპორაციული კლიენტებისთვის რეგულაცია - 15 ნოემბრიდან, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

უჩვეულო საბანკო პოლიტიკა შვეიცარიაში ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების შედეგია. მონეტარული პოლიტიკის გამო ბანკებს გაუჭირდათ სარგებლის გენერირება სესხებისგან და განვადებებისგან, ამიტომაც იძულებული გახდნენ, მსგავსი ზომები მიეღოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები