საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch აპირებს. საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩის განმარტებით, კომპანია საქართველოში თხილის წარმოებით არის დაინტერესებული, რადგან მათთვის შოკოლადის პროდუქციის წარმოებისთვის მაღალი ხარისხის თხილის გამოყენება მნიშვნელოვანია.
“კომპანია Camille Bloch-სთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ქართული თხილის პოტენციალი. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს განახორციელონ საქართველოში ინვესტიცია და დაიწყონ თხილის წარმოება და გადამუშავება შოკოლადის პროდუქტების გლობალური წარმოებისთვის"-აცხადებს ელჩი.
პატრიკ ფრანცენის განცხადებით კომპანია Camille Bloch-ის მიერ დაგეგმილი ინვესტიცია საქართველოში იმაზე მიუთითებს, რომ შვეიცარული კერძო სექტორის დაინტერესება საქართველოთი მზარდია.

























