მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიამ ნიკოლას მადუროსა და მასთან დაახლოებული პირების აქტივები გაყინა

შვეიცარია

შვეიცარიამ ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მასთან დაახლოებული პირების აქტივები გაყინა, - ამის შესახებ განცხადებას შვეიცარიის მთავრობა ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ გაყინა ყველა ის ფინანსური და ქონებრივი აქტივი, რომელიც ნიკოლას მადუროსა და მასთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში იყო და შვეიცარიის ტერიტორიაზე ინახებოდა.

შვეიცარიის მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო სამართლისა და სანქციური პოლიტიკის ფარგლებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ მომავალი სასამართლო პროცესების შედეგად დადასტურდება, რომ აღნიშნული თანხები უკანონო გზით არის მოპოვებული, შვეიცარია უზრუნველყოფს მათ გამოყენებას ვენესუელის ხალხის საკეთილდღეოდ.

ამასთან, შვეიცარიის ფედერალური საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ვრცელდება ვენესუელის მოქმედი მთავრობის წევრებზე.

შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციას ფინანსური სისტემის გამჭვირვალობისა და უკანონო ფინანსური ნაკადების აღკვეთის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები