მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიაში, სადაც წელს ქართული ღვინის ექსპორტი 5%-ით შემცირდა, მარკეტინგული კამპანია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტო

შვეიცარიის ბაზარზე, სადაც მიმდინარე წელს ქართული ღვინის ექსპორტი ნულოვან ნიშნულზეა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟენევაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში მოეწყო და მას HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების განმარტებით, სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ გააცნეს.

BM.GE გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რა მოცულობით ხდება ღვინის ექსპორტი და იმპორტი შვეიცარიასთან სავაჭრო ურთიერთობებში.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში შვეიცარიიდან ღვინო არ შეგვიძენია, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ შვეიცარიაში 6 ათასი დოლარის ღირებულების 113 ლიტრი ღვინო იყიდა.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში შვეიცარიიდან საქართველოში 31.7 ათასი დოლარის ღირებულების 2 367 ლიტრი ღვინო შემოვიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 33.4 ათასი დოლარი და 4 248 ლიტრი იყო.

შედეგად, ექსპორტი ღირებულებით 5%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობით 44.2%-იანი კლება დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები