შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ ზრდა გაფართოებას აგრძელებს და წლის ბოლომდე შესასრულებელ გეგმას 100% ით ნატურალური გასაყიდი რძე დაემატება. იოგურტის შემდეგ მიმდინარე თვეში “კავკასია”-მ მომხმარებლებს კარაქი შესთავაზა. სარკინეთში მოქმედი სკოლის ბაზაზე შვეიცარიული ტექნოლოგიით ყველის წარმოება უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო და შვეიცარიული ტექნოლოგიით კომპანია 5 დასახელების ყველს აწარმოებს. წარმოება მხოლოდ ნაწილია დმანისში წლების წინ დაწყებულ პროექტთან დაკავშირებით,სადაც შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს.წლის დასაწყისში USAID-ის მხარდაჭერით, ახალი სასოფლო-სამეურნეო ტრენინგ ცენტრის დაფუძნება დაანონსდა.
სტუმარი: თინათინ მახარაძე - შვეიცარიული აგრარული სკოლა ,,კავკასიის“ დირექტორი;