ბლაუენშტაინ ედუ, კოლეჯ “ერქვანის" ბაზაზე, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის ფარგლებში, მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამებს დანერგავს. პროექტის ფარგლებში, ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება და ჯამურად 270-მდე სპეციალისტი გადამზადდება.
სტუმრები: ნიკა ჩაჩხიანი - "მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ხელმძღვანელი;
ცოტნე იაშვილი - USAID საქართველოს ტრენინგების განვითარების გუნდის ხელმძღვანელი;
ზურაბ კერვალიშვილი - Gudavadze Patarkatsishvili Foundation-ის დირექტორი;