მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვიდ თვეში, საქართველოს ეკონომიკა 2,7%-ით გაიზარდა

57c539f2361f5
BM.GE
30.08.16 11:45
2289
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ივლისში ექსპორტმა 173,6 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა კი 667,8 მილიონი შეადგინა. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა ივლისში შემცირდა და 3 632 შეადგინა, ხოლო ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,6%-ით გაიზარდა.

ივლისში საბიუჯეტო შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა და შესაბამისად ხარჯებმა 794,2 მილიონი ლარი, ხოლო შემოსავლებმა კი 810,1 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები