მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შვილიშვილი ჩამოვიდეს ბებია-ბაბუასთან, ნათესავმა ნახოს ნათესავი" - რატომ დავაფინანსეთ ფრენები რუსეთიდან

5d441ebdd4480
სალომე მეცხვარიშვილი
02.08.19 15:25
1507
საქართველოს პრემიერმინისტრი განმარტავს, რატომ მიიღო მთავრობამ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ, რუსეთიდან ერევნის გავლით ფრენების სუბსიდირების გადაწყვეტილება.

პრემიერის თქმით, რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას ამ ზაფხულს და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ამის გაკეთება აღარ შეუძლიათ, ამიტომ ფრენები რუსეთის ფედერაციიდან სწორედ ამიტომ დაფინანსდა.

“მე ძალიან მარტივად გიპასუხებთ: ყველაზე ნაკლები სწორედ იყო ტურისტული კომპონენტი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში. ბევრი მათანი გეგმავდა და გეგმავს, რომ დაბრუნდეს საქართველოში და ზაფხული გაატაროს თავის ოჯახთან, შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა - მამიდაშვილი და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენს მოქლააქეებს ასეთი პრობლემები ექმნებათ, გვერდში ამოვუდგეთ მათ. მით უმეტეს, როცა ასეთი რამ მათან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება.

რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას დაგეგმილი ჰქონდა და დაგეგმილი აქვს საქართელოში ჩამოსვლა. ვართ ჩვენ ვალდებულები, რომ მათ დავეხმაროთ? რა თქმა უნდა, ვართ! მაგრამ, სამწუხაროდ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიაციატივას ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ, მართლაც უნიკალური ფანტაზიის შედეგია ეს ყველაფერი. ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება და ტურიზმის სექტორის დახმარება ნამდვილად არ იყო ნომერ პირველი პრიორიტეტი.

600 ათასიანი დახმარებით, როგორ ფიქრობთ, ის პრობლემა, რაც შეიქმნა ქართულ ტურიზმში დაძლევადი იქნებოდა? ეს ხომ ძალიან ელემენტარულია და მარტივი?!”,- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები