საქართველოში ერთჯერადი ქაღალდის პროდუქციის ბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლეა. კომპანია „მარგიომ“ ერთჯერადი ცხვირსახოცების წარმოება დაიწყო და პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელიც ამ პროდუქტს ადგილობრივად აწარმოებს.

პროდუქტის წარმოება საქართველოში, „მარგიოს“ ქარხანაში ხდება, რომელიც ნატახტარში მდებარეობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მთავარ პრიორიტეტს - ქართული წარმოების განვითარება და ადგილობრივი ინდუსტრიის გაძლიერება.
ერთჯერადი ცხვირსახოცი განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის და სრულად ჰპასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს ჰიგიენის, კომფორტისა და ხარისხის მიმართულებით.
პროდუქტი შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ადგილობრივი წარმოების კონტროლის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს ხარისხის სტაბილურობასა და მომხმარებლის ნდობას.
ახალი ერთჯერადი ცხვირსახოცის წარმოება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის მიზნისკენ - გააძლიეროს ქართული წარმოება და მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტი.
„მარგიო“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ერთ-ერთი პირველი საოჯახო ბიზნესია, რომელმაც ქაღალდის პროდუქციის წარმოება დაიწყო და წლების განმავლობაში ეტაპობრივად განავითარა წარმოება.
“მარგიო” მსხვილი სავაჭრო ქსელების პარტნიორია შესაბამისად, მის პროდუქციას შეხვდებით თითქმის ყველა მაღაზიაში საქართველოს მასშტაბით.

























