ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად ოფიციალურ დოკუმენტაციას კიდევ ერთი მოთხოვნა ემატება.
ვაშინგოტნის გადაწყვეტილებით, ისინი, ვისაც შტატების ვიზის მიღება სურთ, ვალდებულინი არიან, სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია წარადგინონ.
კერძოდ, სავიზო განყოფილებაში სხვა დოკუმენტებთან ერთად, ვიზის მიღების მსურველმა სოციალური ქსელების: „ტვიტერის“, „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და ა.შ. ექაუნთების მისამართები უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც მათი აქტიური გვერდების გადამოწმება მოხდება.
ახალი რეგულაცია ტურისტული, სტუდენტური და სამუშაო ტიპის ვიზებს შეეხება; გამონაკლისი იქნება დიპლომატიური და ოფიციალური დელეგაციების ვიზები.
შტატებში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყანას პოტენციური საფრთხეებისა და ტერორის თავიდან არიდებაში დაეხმარება.
ახალი რეგლაცია ყოველწლიურად, დაახლოებით, შტატების ვიზის მსურველ 15 მილიონ ადამიანს შეეხება.

























