კიდევ ერთ იტალიურ ქალაქში სახლის შეძენა 1 ევროდ არის შესაძლებელი. ამჯერად, სიცილიის პატარა ქალაქ მუსომელის მერიის ინიციატივით, მიტოვებულ სახლებს ერთ ევროდ გაყიდიან. 11,000 მაცხოვრებლით დასახლებულ ქალაქში 500-მდე მიტოვებული სახლია, სწორედ მათი გაყიდვა მოხდება ერთ ევროდ.
როგორც ცნობილი იტალიური სამაკლერო ბიურო cost1euro.it იუწყება, ძველი სახლები, რომელიც ერთ ევროდ იყიდება, აღდგენასა და გარემონტებას საჭიროებენ.
მსურველმა, რომელიც 1 ევროდ შეიძენს სახლს, სამი წლის განმავლობაში უნდა წარუდგინოს ადგილობრივ ხელისუფლებას რემონტის სქემა, გადაიხადოს სადაზღვევო დეპოზიტი 5000 ევროს ოდენობით და გაარემონტოს საცხოვრებელი; იმ შემთხვევაში თუ ბინას არ გაარემონტებენ, დეპოზიტი მთავრობას დარჩება.
ქალაქი მუსომელი სანაპირო ზოლთან რამდნეიმე წუთის დაშორებით მდებარეობს, აქვეა აგრიგენტოს ანტიკური, ისტორიული სამონასტრო კომპლექსიც.
მუსომელიმდე მსგავსი აქცია იტალიის სხვა ქალაქებსაც ჰქონდათ, მათ შორის კომუნ ოლოლაის სარდინიაში, სამბუკუს – სიცილიაში, სადაც განცხადების გავრცელების შემდეგ, სახლები თითქმის სრულიად გაიყიდა.

























