მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SICPA "ომეგა ჯგუფის" განცხადებას ემიჯნება და კომპანიის შესახებ ბრალდებებს უარყოფს

5c0662ed4e464
შოთა ტყეშელაშვილი
04.12.18 16:05
1802
შვეიცარიული კომპანია SICPA, რომელიც აქციზური მარკების გაცემისთვის სახელმწიფოს კონტრაქტორია "ომეგა ჯგუფის" განცხადებას უარყოფს.

BM.ge-სთან საუბარში SICPA-ს ქართული ოფისის დირექტორი გიორგი ჯიქია ამბობს, რომ კომპანია თავად აქციზური მარკების გაცემის გაჭიანურებას ვერ მოახდენდა.

ჯიქიას თქმით, იქამდე, სანამ მარკების ყიდვის მსურველს შესაბამისი ინვოისი მიეცემა, საჭიროა, შემოსავლების სამსახურის წერილობითი ნებართვა, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობდა. 

"ჩვენ ვასრულებთ შემოსავლების სამსახურის ბრძანებებს. ხელოვნურად როგორ გავაკეთებდით? არ გვქონდა დასტური მიღებული. სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება წერილობითი დასტური, თამბაქოს პროდუქციაზე გარდა შემოსავლების სამსახურის სისტემის დასტურისა, გვჭირდება შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასტური. მათ შემთხვევაში ეს დასტური არ მიგვიღია. შემოსავლების სამსახურმა არ მოგვცა ეს დასტური, თორემ შემოსავლების სამსახურს ჩვენ რომ გავუჭიანუროთ მარკების გაცემა, მეორე დღესვე შეგვიჩერებენ კონტრაქტს. აქციზური მარკის მისაღებად, კომპანია უნდა დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურში, სადაც კომპანია აკეთებს მოთხოვნას, იღებს ნებართვას, შემდგომ შემოსავლების სამსახური გვიგზავნის თანხმობას, რომ აღნიშნულ კომპანიას შეიძლება მიეცეს ეს მარკა. მხოლოდ ამის შემდგომ ვაგზავნით ჩვენ ინვოისს რიცხავენ ფულს და მიაქვთ მარკა,"- ამბობს გიორგი ჯიქია.

"ომეგა ჯგუფის" გენერალური დირექტორის ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით კი, ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად, სახელმწიფომ მათ ხელოვნური ბარიერები შეუქმნა, რის შედეგადაც კომპანიამ აქციზური მარკების შეძენა და საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლო. 

"12 ნოემბერს 'ოჯთ-იმ" მოითხოვა უფილტრო სიგარეტების აქციზური მარკები, რა მოთხოვნაც შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა. მომდევნო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ვუკავშირდებოდით როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუას, ასევე "სიქპა სექიურითი სოლუშენს", რომელიც აქციზური მარკების ლიცენზიანტის გამცემია. ეს არის კომპანია, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი. ვითხოვდით დროულად მოეცათ ინვოისი, რათა მოგვცემოდა საშუალება შეკვეთილი მარკების ღირებულება დაგვეფარა, თუმცა ისინი გვპასუხობდნენ, რომ ეს საკითხი მათ მიერ დამატებით შემოწმებას საჭიროებდა. შეგახსენებთ, რომ ეს მოთხოვნა შემოსავლების სამსახურს უკვე დადასტურებული ჰქონდა ანუ 12 ნოემბერს; ამგვარად გაუგებარია, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე იყო საჭირო მისი გადამოწმება. 2018 წლის 27 ნოემბერს შემოსავლების სამსახურს მივმართეთ წერილობით. ვითხოვდით განმარტებას, რატომ არ გვეძლეოდა ინვოისი. მომდევნო დღეს, მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩვენი შეკვეთა, რომელიც იყო დადასტურებული, გახდა გაუქმებული. კომპანიამ არ მიიღო აქციზური მარკები იმის გამო, რომ კომპანიას განზრახ არ მიაწოდეს ინვოისი.

იმისათვის რომ არ არსებობდეს ეჭვები, რომ მივიღოთ მყარი საფუძველი, ველოდებით რა პასუხსს გაგვცემს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, ასევე სიქპა სოლუშენი", - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა. 



 
 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები