სიდნეის სავაჭრო ცენტრში მასობრივი დაჭრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავსტრალიის პოლიციამ განაცხადა, ინციდენტი Westfield Bondi Junction-ის შიგნით მოხდა.
ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ისინი ადგილზე გამოიძახეს რამდენიმე ადამიანის დაჭრის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.
ეჭვმიტანილი - რომელიც პოლიციის თქმით, მარტო მოქმედებდა - ადგილზე მოკლეს. მისი ვინაობის ან შესაძლო მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
"რვა პაციენტი, მათ შორის ერთი ბავშვი, გადაიყვანეს სიდნეის საავადმყოფოებში", - ამის შესახებ CNN-ს სამხრეთ უელსის სასწრაფო დახმარების (NSW) სამსახურმა დაადასტურა. გადაყვანილების მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოს ჯერ ინფორმაცია არ გაუვცელებია.