მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიდნეის წყლის რესურსის გარეშე დარჩენა ემუქრება

5dcee20a247ce
BM.GE
15.11.19 23:48
1174
სიდნეის წყლის რესურსის გარეშე დარჩენა ემუქრება. ამის მიზეზი ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრებია, რომელთან საბრძოლველადაც უპრეცედენტო რაოდენობის წყალს იყენებენ.

ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ცეცხლის ათობით კერას უკვე რამდენიმე კვირაა ებრძვიან. სტიქიის გავრცელებას ხელს უწყობს ცხელი და ქარიანი ამინდი.

შექმნილი ვითარების გამო, სიდნეიში წყლის მოხმარებაზე ლიმიტია დაწესებული, მაგალითად, შეზღუდულია აუზებში წყლის გამოცვლა. სპეციალისტების თქმით, თუ ვითარება არ გაუმჯობესდა, 2022 წლისთვის სიდნეის კაშხლებში წყალი აღარ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები