სიფა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნების მეორე ტურში მხარს ირაკლი ჩომახაშვილს დაუჭერს. სიფა ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"სიფა მადლობას უხდის კოლეგებს, თითოეულ ადვოკატს, ამ რთულ და მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი გუნდის არჩეულ წევრებს ზვიად კორძაძესა და სოფიო ჩაჩავას.
სიფა ერთგული რჩება იმ ღირებულებების, რომელსაც ჩვენი საარჩევნო პროგრამა ეყრდნობოდა და ასოციაციის თავმჯდომარეობის მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებს ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ირაკლი ჩომახაშვილს. გუშინ და დღეს, კიდევ ერთხელ, დადასტურდა, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პირველ ადგილზეა ირაკლი ყანდაშვილი 1283 ხმით, მეორეზე - ირაკლი ჩომახაშვილი 1109 ხმით, ხოლო მესამე ადგილზეა მუხრან ღურწკაია 302 ხმით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი მონაცემებით, დაინიშნება მეორე ტური.




























